აბიტურიენტთა რეგისტრაცია, რომლებიც 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვებენ სწავლის გაგრძელების უფლებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, განხორციელდება 2021 წლის 02 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულად.
რეგისტრაციისას წარსადგენი დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი);
- ფოტოსურათი 3x4;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი - სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში - განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები);
- კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც განცხადებას და ხელშეკრულებას ხელს აწერს სწავლის მსურველის კანონიერი წარმომადგენელი, ასევე ასატვირთია: კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობის/ID ბარათი), მეურვეობის/სხვ. დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, ასატვირთია პირის დაბადების მოწმობა და ხელშეკრულებაზე ხელმომწერი მშობლის/მეურვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დაბადების მოწმობის შემთხვევაში - სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი).
სტუდენტის ხელშეკრულების გაფორმება მოხდება ელექტრონულად, ყველა საჭირო დოკუმენტის წარმოდგენისა და რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდგომ.